შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ეპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა: "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურში დისპეჩერად, უფროს დისპეჩერად, 1972 წელს დაინიშნა იმედიანობის სამსახურის უფროსის მოდგილედ, შემდგომ უფროსად; 1979-1981წწ. იმედიანობის სამსახურის და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი; 1981-1986წწ. და 1989-1995წწ. "საქმთავარენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1986-1989წწ. "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების პროფკავშირის თავმჯდომარე; 1995-1998წწ. "საქენერგოს" ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს დირექტორის მოადგილე; 1998-2001წწ. "საქენერგო-2000"-ის დირექტორის მოადგილე; 2001-2005წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" იმედიანობის, უსაფრთხოების ტექნიკის და შრომის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. 2005 წელს სს "ენერგო-პრო-ჯორჯიას" მცხეთა-მთიანეთის ფილიალის უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.118 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |