The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟუჟუნა ვაშაგაშვილი

ჟუჟუნა ვაშაგაშვილი
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვეში, გორის რაიონი.

1957 წელს ჩაირიცხა ცხინვალის სამხატვრო პედაგოგიურ სასწავლებელში. 1965 წელს სწავლა განაგრძო გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ფაკულტეტზე.

1966-1992 წლებში მუშაობდა გორის საბავშვო სამხატვრო სკოლაში სახვითი ხელოვნების პედაგოგად და სასწავლო ნაწილის გამგედ; 1994-1996წწ. ცხოვრობდა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში. ბავშვობიდანვე წერს და ხატავს... იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-ალმანახებში: "ლიახვი", "კლდეკარი", "დროშა" და პერიოდულ პრესაში; 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული "გაზაფხულიდან-დაზამთრებამდე", შემდეგ – რჩეული ლირიკა და სონეტები.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.140

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: