The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ესებუა

კონსტანტინე ესებუა
Date of birth:1943  (82 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1968 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ხარატად; 1969-1976წწ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანა, ინჟინერ-ეკონომისტი, სატარიფო-ეკონომიკური ბიუროს უფროსი, ტექნიკური ნორმების ბიუროს უფროსი, შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ლაბორატორიის უფროსი; 1976-1980წწ.  "საქორგაზი", შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის განყოფილების უფროსი; 1980-1991წწ. "საქმთავარგაზის" შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი; 1991-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის კონცერნ "საქგაზის" შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი; 1997-2006წწ. სს "თბილგაზის" წარმოების მართვის და შრომის მეცნიერული ორგანიზაციის განყოფილების უფროსი, აპარატის მთავარი სპეციალისტი, კადრების შერჩევის სამსახურის უფროსი, კადრების დეპარტამენტის შრომის ორგანიზაციის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით, მეცნიერული კვლევის საფუძველზე საქართველოს გაზის სისტემაში დაპროექტდა და დაინერგა შრომის ორგანიზაციის ნორმატიული მასალების უდიდესი ნაწილი. ის აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისი-სოხუმის გაზსადენის ტრასის მშენებლობის დროს შრომის ორგანიზაციის დაპროექტება-დანერგვის საკითხებში. მისი მაღალკვალიფიციური მუშაობა აღნიშნულია მრავალი სხვადასხვა დიპლომითა და სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.122-123


Share: