შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ხინთიბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. 1960 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს სპეციალობით 1960 წელს; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით 1965 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის ფილარმონიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად; ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. პარალელურად იყო მუსიკალური განათლების სექციის ხელმძღვანელი და განათლების სამინისტროს შტატგარეშე ინსპექტორი; 1987 წლიდან მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში რიტმიკისა და მუსიკის ელემენტარული თეორიის მასწავლებლად; გამოცემული აქვს ზღაპრების წიგნები: "ბიჭი ქოქოსის პალმიდან" (2013), "ლილიპუტები", "ლაბელა", "უფლისწული კანა და ბოშა ქალი რადა", "უნუ". იბეჭდება ჟურნალ "ჭოროხში". წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.105 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |