The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხოზრევანიძე

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:პოეტი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიყე, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

სხვდასხვა დროს მუშაობდა: სოფელ რიყეთის რვაწლიან და საშუალო სკოლებში, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად; ტაბახმელის ავეჯის დამამზადებელი საამქროს უფროსად; "აჭარყოფავეჯის" ზემო აჭარის ზონის უფროსად; ხულოს რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად; კოოპერატივ "კეთილმოწყობის" დირექტორად; ფირმა "ლაზიკას" პრეზიდენტად; ხელვაჩაურის რაიონის ციტრუსკომბინატის დირექტორად. გამოვემული აქვს ლექსთა კრებულები: "მინდა ახალი ციხე" (2018) და "გოდერძის სიო" (2019). გამოსაცემად მზად აქვს სქელტანიანი მონოგრაფიული ნაშრომი "რიყეთი - ჩემი დიდი მამული''. დაკავებულია ბიზნეს-საქმიანობით.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.110

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: