The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ არძენაძე

გურამ არძენაძე
დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დანდალო, ქედის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

ავტორია წიგნებისა: "ცვრიანი დილა" (1981), "ლამაზი ცხოვრების ფურცლები" (1986), "ვაზის ღიმილი" (1988), "მზის საუფლოში" (2001), "სული ჩამონაღვენთი" (2004), "კინტრიშის საბრძანებელში" (2011), "შუქბადრი სხივი მარადისობის" (2019). პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა რამდენიმე წელი იმუშავა შუახევის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორად. 1990 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვაში, სადაც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.113

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: