The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ლორთქიფანიძე

ანზორ ლორთქიფანიძე
Date of birth:1942  (83 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1965 წელს.

წლების განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა უჩხითის, ინწკირვეთის, გორგაძეების, მერისის, ოქტომბრის (ქედის რაიონი) რვაწლიან და საშუალო სკოლებში; 1981-1985 წლებში მუშაობდა ქედის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად; 1966 წლიდან მისი ლექსები იბეჭდება გაზეთ "აჭარის", ჟურნალ "ჭოროხის" და ქედის რაიონული გაზეთის ფურცლებზე. ორი პოეტური კრებულის ავტორია, ესენია: "დედასავით ერთადერთი" (1996), "ლექსები" (2006). გამოქვეყნებული აქვს არაერთი მეცნიერული ხასიათის სტატია; ეტიმოლოგია "ტოპონიმ აჭარის" შესახებ შეტანილია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ნარკვევების I ტომში; ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა მეცნიერული ხასიათის ნაშრომები: "რუსთაველი - გრავიტაციის კანონის აღმომჩენი", "დიდი ასტრონომიისა და მწერლის სახელის შესახებ" (აბუსერისძე ტბელის "ქორონიკონი სრული მისითა საუწყებოთა განგებითა").

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.115

Bibliography


Share: