Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ნანიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისის სტალინის სახელობის უმაღლეს პარტიულ სკოლა 1937 წელს. 1937 ნწელს მუშაობა დაიწყო რაიონული გაზეთის - "ლენინის დროშის" რედაქციის პასუხისმგებელ ინსტრუქტორად. ამავე დროს მუშაობდა სოფელ საღანძილის არასრული საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; 1938 წელს გადადის მარელისის ფაბრიკაში ინდუსტრიული მუშფაკის სასწავლო ნაწილის გამგედ, სადაც ირჩევენ ფაბრიკის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1939 წლიდან საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგეა; 1941 წელს დაამტკიცეს წულუკიძის რაიონის მტს-ის პოლიტგანყოფილების უფროსად, ხოლო 1942 წელს დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კადრების განყოფილების გამგედ; 1943 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის მაიაკოვსკის რაიკომის პირველ მდივნად; 1949-1954 წლებში მუშაობდა მშრომელთა დეპუტატების ზესტაფონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; შემდეგ მუშაობას აგრძელებს ზესტაფონი- ჭიათურის ფართო ლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობაზე პარტბიუროს განთავისუფლებულ მდივნად; 1955-1956 წლებში იყო "ზესტაფონმშენის" მომარაგების განყოფილების უფროსი, 1959 წელს აირჩიეს ფეროშენადნობთა ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივნად; 1963-1966 წლებში იყო ქარხნის მთავარი დისპეჩერი, ხოლო 1966 წლიდან პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ამავე ქარხნის სილიკო-მანგანუმის საამქროს უფროსის თანაშემწედ საერთო საკითხებში; არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის, წულუკიძის, მაიაკოვსკისა და ზესტაფონის რაიკომების ბიუროს წევრად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, მათ შორის 5 მედალი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |