The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ოთიაშვილი

დავით ოთიაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ფსიქიატრის კვალიფიკაცია.

ათი წლის მანძილზე მუშაობდა ექიმ-ნარკოლოგად ნარკოლოგიურ კლინიკაში; 2003-2004წწ. ეუფლებოდა წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ბალტიმორი, აშშ); 2007-2013წწ. სწავლობდა დოქტორანტურაში კარლის უნივერსიტეტში (პრაღა); 2014 წელს დაიცვა მეცნიერების დოქტორის ხარისხი (PhD) ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში პრაღის კარლოვი უნივერსიტეტში. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის წამალდამოკიდებულების პრობლემის კვლევა და დარგის სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მიწოდება. არის ილიას უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორი. აქტიურად მონაწილეობს ნარკოპოლიტიკის ცვლილების საადვოკაციო საქმიანობაში; არის საქართველოს პარლამენტის ლობისტი; საქართველოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი, სადაც წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ნარკოტიკების მოხმარების დარგში ქცევითი, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექიმი-ნარკოლოგი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.143; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: