შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟნერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1944 წელს. 1938 წელს მუშაობა დაიწყო ელექტრომონტიორად; 1941-1943წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1944-1948წწ. მუშაობდა ტრესტ ტყიბულშახტმშენის შაორჰესის მშენებლობაზე მთავარ ენერგეტიკოსად; 1948 წლიდან "საქენერგოს" სისტემაშია სხვადასხვა თანამდებობებზე: უფროსი ინჟინერ-ინსპექტორი, 110 კვ. ძაბვის კასპის ქვესადგურის უფროსი, მოწყობილობების სამონტაჟო სამსახურის სექტორის უფროსი, მარნეულის ელექტროქსელის დირექტორი, სამრეწველო-ტექნიკური განყოფილების ქსელების სექტორის უფროსი, "საქმთავარენერგოს" კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი. დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 126-127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |