The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გოშთელიანი

დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 2000  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა 1957 წელს; თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1960 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის კოლმეურნეობაში, მესტიის ტურისტულ ბაზაში, მესტიის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო უბანში, ქუთაისი-მესტიის სატელევიზიო-სარელეო ხაზის და ჯვარი-მესტიის მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზების მშენებლობაზე; 1976-1981წწ. მუშაობდა ჯერ რაიონის სარემონტო სამშენებლო უბნის უფროსად, ხოლო შემდეგ რაიონის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო უბნის უფროსად; 1995-2000წწ. რესპუბლიკის საგზაო-საგადასახადო სამმართველოში და რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტში საქმიანობდა.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.164

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქათველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
    მესტიის რაიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

გააზიარე: