შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ზარანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1983წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1966-1983წწ. იყო კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1983-1988წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ენერგეტიკული განყოფილებიოს უფროსი; 1988-1992წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს დარგობრივი კომისიის ექსპერტი და მინისტრთა საბჭოს აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1999-2003წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი; 2003-2008წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი; 2008 წლიდან მუშაობდა შპს "საქართელოს სახელმწიფო ენერგოსისტრმაში". კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი. დაჯილდოებულია სამხედრო და სამოქალაქო ორდენებითა და მედლებით. გამოქვეყნებული აქვს ენერგეტიკის სფეროში 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 132
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |