The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ზაზაშვილი

დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2009  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1957 წელს. 

შრომითი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს გეოლოგიურ-საძიებო კანტორის უფროს ინჟინრად; იყო საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს საწარმოების გაზზე გადაყვანის ექსპლუატაციის განყოფილების ინჟინერი, გაერთიანება "საქსოფტექნიკის" ტრესტ "თბილგაზის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების უფროსი, ორჯონიკიძის რაიონის სარემონტო კანტორის უფროსი. ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების საგურამოს სამმართველოს უფროსი, გაზის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საქართველოს საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე. სამშენებლო-სამონტაჟო კომბინატის დირექტორი. საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის  სამინისტროს სააქციო საზოგადოება "ტრანსგაზის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გაზის მრეწველობის წარჩინებული, გაზის მრეწველობის ვეტერანი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 133


გააზიარე: