შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთუნა ნოღაიდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით; 2012 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) გენდერული კვლევების სპეციალიზაციით. 2012-2013წწ. მუშაობდა კვლევის ანალიტიკოსად სხვადასხვა პროექტებზე, რომელთა ძირითადი ფოკუსი იყო მდგრადი განვითარება, საჯარო პოლიტიკა და გენდერი; 2013 წელს შეუერთდა "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიოული ბიუროს გუნდს; 2013 წლიდან მიწვეული ლექტორის სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს გენდერის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ამავდროულად, ის მუდმივად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერად. ფემინისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.158 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |