Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაკურ გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ ყვიბისი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი. 2006 წელს დაამთვარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 2006 წელს; ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობით 2012 წელს. 2006-2008 წწ. მუშაობდა რაიონულ გაზეთ "რეპორტი-2-ის რედაქტორის მოადგილედ, ჟურნალისტი; 2006-2008წწ. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად; 2006 წელს N36 ბორჯომის საარჩვენო ოლქში ტრენერად; 2006-2007 წწ. დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად; 2006-2010 წწ. იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი; 2009 წელს მუშაობდა ბორჯომის პროფესიულ სასწავლებელში, მიწვეულ პედაგოგად; 2010 წელს მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურში; 2010-2012 წწ. სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლის დირექტორად; 2012 წლიდან დღემდე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლაში; 2012-2014 წწ. იყო სოფელ ყვიბსისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2012-2017 წწ. N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი; 2014 წელს (სამი თვით) მუშაობდა ბორჯომის სტატისტიკის სამსახურში, სექტორის ხელმძღვანელად; 2017-2021 წწ. იყო მესამე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში; ფრაქცია "უკეთესი ბორჯომის" თავმჯდომარე; 2021 წლიდან არის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში; ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე. 2009 წელს ჰქონდა ქ. ბორჯომში საავტორო ფოტო გამოფენა გიორგი მთაწმიდელის 1000 წლისთავთან დაკავშირებით "ტაძრისიდან ხახულამდე"; 2010 წელს სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლაში, საავტორო ფოტო გამოფენა "ბორჯომის ხეობის ფერადი წარსული"; 2015 წელს საავტორო ფოტო გამოფენა ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით; ასევე გამოქვეყნებული აქვს, ადგილობრივ პრესაში ათეულობით სტატია ბორჯომის ხეობის და ტაო-კლარჯეთის ისტორიის საკითხებზე 2006-2008 წლებში. მიღებული აქვს სიგელები და დიპლომები, მათ შორის: საინივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობისათვის დიპლომი (2012), ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაეცა მადლობის სიგელი, 2012 წლის არჩევნების ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის (2012), ფონდ "ჩვენი ბორჯომისგან" გადაეცა დიპლომი ბავშვთა აღზრდის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლისათვის (2013, 2014), მასწავლებლის სახლის, ქვეყნის მაშტაბით ორგანიზებულ კონკურსში, წლის საუკეთესო ისტორიის პედაგოგი, (ოთხეულში) დასახელებისთვის გადაეცა სიგელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ (2019). Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |