The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ გელაძე

როინ გელაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დანისპარაული, ხულოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1989 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია შორეული ნაოსნობის შტურმან - გემთწამყვანის სპეციალობით 2003 წელს.

1992 წელს, რიგით მატროსად ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; ცურავდა ტანკერებზე: «ალექსანდრე წულუკიძე», «გენერალი მერკვილაძე», «ნოდარ დუმბაძე» და «გრიგორი ორჯონიკიძე»; 1997-2006 წლებში მან  ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების: «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ისა და  «EASTWIND»-ის გემებზე გაიარა საზღვაო შტურმანობის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მე-3 და მე-2 თანაშემწე, 2007 წლიდან კი კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა და საქმიანობა სანაოსნო კომპანიების: «EASTWIND»-ის, «V.SHIPS»-ისა და «TB  MARINE SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე განაგრძო. 2011 წელს როინ გელაძე კაპიტნად დაამტკიცეს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: