The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუბა ჩაჩიბაია-აბდუშელიშვილი

ლუბა ჩაჩიბაია-აბდუშელიშვილი
Legal name:ლუბა ჩაჩიბაია
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი.

იგი სრულიად ახალგაზრდა წასულა საქართველოდან, ცხოვრობდა პარიზში და 1975 წელს მხოლოდ რამდენიმე დღით, ვიზით ჩამოვიდა საქართველოში. ლუბა ჩაჩიბაია-აბდუშელიშვილი ექიმად მუშაობდა პარიზში, მან იქ ახალგაზრდობიდანვე მიიქცია ფრანგი კოლეგების ყურადღება, ემიგრაციაში წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამას წერდა: "ძვირფასო მამა!  5 დღეა, რაც შვეიცარიაში ვარ. იყო კონგრესი ინტერნაციონალური ექიმებისა, მე ვიყავი ერთი დელეგატთაგანი. შვეიცარია ლამაზი, მთიანი ქვეყანაა, ძალიან მაგონებს ჩვენს საქართველოს". ამ წერილიდან ჩანს, რომ მას კარგი ექიმის სახელი გაუთქვამს საფრანგეთში. შვეიცარიაში გამართულ ექიმთა კონგრესზე ფრანგები მხოლოდ ნიჭიერებსა და მაღალი კლასის სპეციალისტებს გაგზავნიდნენ. "თბილისში ძნელი იყო ცხოვრება. მე გართული ვიყავი შალვას (შალვა აბდუშელიშვილი, ლუბა ჩაჩიბაიას მეუღლე) მდგომარეობით. ყოველ დილას მივდიოდი მეტეხში მის სანახავად და მიმქონდა საჭმელი. შალვა რომ გადაასახლეს 1922 წელს, მალე მეც დავტოვე საქართველო". (ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე შალვა აბდუშელიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და მისი პერიოდული ორგანოს, ჟურნალ "მუშათა ცხოვრების" რედაქტორი. იგი იყო მდივანი იმ ისტორიული კრებისა, რომელმაც 1921 წელს საოკუპაციო ხელისუფლებას წარუდგინა მთელი რიგი გაბედული მოთხოვნები, რისთვისაც კრების ყველა მონაწილე მოსკოვის ბრძანებით დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გადაასახლეს. 43 წელი იცხოვრა შალვა აბდუშელაშვილმა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ-კლუში, აქაც მუდმივად სამშობლოზე ფიქრობდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში და მონაწილეობდა საქართველოს სასიკეთოდ გამართულ ყველა ღონისძიებაში. გარდაიცვალა 1966 წელს. "მის დაკრძალვაზე მრავალრიცხოვან ქართულ და ფრანგულ საზოგადოების დასწრებამ ცხადჰყო, რამდენად აფასებდნენ მის უაღრესად კეთილ ბუნებას და მის მიერ გაწეულ ღვაწლს"- იუწყებოდა ჟურნალი "ივერია" (1966 წ. N12 პარიზი). შალვა აბდუშელიშვილი 1922 წელს გადაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის და მისი მეგობრები საქართველოს უკეთესი მერმისისათვის იბრძოდნენ).  უსამართლოდ რეპრესირებული (გადასახლებული) შალვა აბდუშელიშვილის ცოლსაც ყოველდღე საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გახდა მიეტოვებინა სამშობლო და თავის მეუღლესთან ერთად პარიზში განეგრძო ცხოვრება. ლუბა ჩაჩიბაია-აბდუშელიშვილი ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე, იგი ერთ-ერთ ბარათში წერდა: "ჩემო საყვარელო ოლია! უკვე წელიწადი შესრულდა, რაც ვიზა ვითხოვე, მაგრამ აქამდის პასუხი არ მაქვს. დაცდა და მოთმენა მე შემიძლია, მაგრამ ჩემი წლოვანება მოითმენს? თუ ისე მოვკვდე, რომ ჩემმა თვალებმა ჩემი ქვეყანა და ჩემიანები ვერ ნახა, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნება."  ჟურნალ "დროშის" 1985 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოეტ დავით მაღრაძის ლექსი "სამშობლოში დაბრუნება", რომელსაც ასეთი ეპიგრაფი ახლავს: "ვუძღვნი ქალბატონ ლუბა აბდუშელიშვილს, რომელიც ახალგაზრდა განშორდა საქართველოს და სამოცი წლის მერე დაუბრუნდა მას". ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის კონდრატე ჩაჩიბაიას ქალიშვილი, შალვა ჩაჩიბაიას და და შალვა აბდუშელიშვილის მეუღლე, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. (1917 წლის სექტემბერში გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შემოსწირა 10 მან; 1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, "ხმა ქართველი ქალისა" N 32 ცნობით, სოფელ კიწიიდან ლუბა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 8 მანეთი). 

წყარო: გაზეთი "მარტვილი" : დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია "თავისუფალი პრესა": gazetimartvili; საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge


Share: