The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან სალაძე

სულხან სალაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:იურისტი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქედა, ქედის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა, ფინანსური გამჭვირვალობა; 2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში; 2010–2011 წლებში გაირა ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჰააგის სოციალიურ მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე: – "დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა"; "სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის"; 2011 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში; იყო საიას  პროექტის – "გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში" იურისტი; 2012 წლიდან - საიას პროექტის კოორდინატორი; 2015 წელს - ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) საზაფხულო აკადემიის კურსი "საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი, გამჭვირვალობა და საჯარო სექტორის რეფორმა"; 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის თებერვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2017-2021 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. არის ოცზე მეტი გამოკვლევისა და მონიტორინგის დოკუმენტის ავტორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.178; ახალი ამბების ვებ გვერდი: netgazeti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    უცნობი ძველი აჭარა : სტატიების კრებული / სულხან სალაძე. - თბილისი : გაზეთი "ბათუმელები", 2018. - 168გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: