The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამზირა კობაიძე

ლამზირა კობაიძე
Date of birth:22 January, 1970  (55 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იდუმალა, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით, მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია 1995 წელს; 2010-2013 წლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტურანტურა, მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2002-2003წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის დირექტორის პირადი მდივანი; 2003-2018წწ. სამცხე- ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი; 2010-2012წწ. სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, პარალელურად ქალაქ ვალის მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2012-2016წწ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პარალელურად კერძო სკოლის -"მზექა" პედაგოგი; 2019 -2020წწ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრის პედაგოგი; 2018-2020წწ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს შრომები: სამეცნიერო ნაშრომი -  43, მონოგრაფია -2:  "ვალის გვარსახელები" (2015),  "კაუზატიური მორფოსინტაქსი იბერიულ-კავკასიურ ენებში" (2022).

Bibliography


Share: