Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან იმნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1973 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო - საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის აკადემიური ხარისხითა და შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით 1985 წელს. 1973 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე გაიარა ყველა საფეხური რიგითი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნობამდე. ასრულებდა კაპიტნის მე-4, მე-3, მე-2 და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს; 1975 წელს მან დაუსწრებლად განაგრძო სწავლა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო - საინჟინრო სასწავლებელში (НВИМУ); 1985 წელს, იმდროინდელი საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ ვალერიან (პაატა) იმნაიშვილი შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცა, რის შემდეგაც მას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის, ძირითადად თხევადი ტვირთების გადამტანი ტანკერების ეკიპაჟების მეთაურობა მოუწია; 1991 წელს უკვე გამოცდილმა კაპიტანმა საქმიანობა მენეჯერად და სუპერინტენდანტად ერთობლივ სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ში განაგრძო; 1994 წლიდან იმყოფება საჯარო სამსახურში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ახლადშექმნილი საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იურიდიულ - სამართლებრივ და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს; 2007-2010 წლებში იყო ამავე ადმინისტრაციის გემების რეგისტრაციისა და სახელმწიფო დროშის კონტროლის სამსახურის უფროსი; 2012 წლიდან დღემდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო საზღვაო სამართლის სპეციალისტია; არის არაერთი საერთაშორისო საზღვაო ფორუმის, კონფერენციისა და პროექტის მონაწილე, საზღვაო თემატიკაზე გამოქვეყნებული კვლევის, სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო სახელმძღვანელოს, პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |