Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ოდიშარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. 1935 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ ომში გაიწვიეს, სრულიად ახალგაზრდა ექიმი ფრონტის წინა ხაზზე ურთულეს ოპერაციებს ატარებდა. იგი ომში პრაქტიკულად მოხალისედ წავიდა, 1941 წელს როგორც ექიმი ფრონტისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავიდანვე ჩაება წინა ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში. მომდევნო წლებში გახდა საავიაციო ჰოსპიტლის მთავარი ქირურგი. მარტო ომის დროს გაკეთებული აქვს დაახლოებით 10-12 ათასი დიდი ოპერაცია, მათ შორის – დიდი დეფექტების პლასტიკური აღდგენითი ოპერაციები, რაც იმ დროისთვის დიდი სიახლე იყო. ომის დამთავრებამდე გივი ოდიშარია მონაწილეობდა სტალინგრადის დაცვასა და გათავისუფლებაში, აგრეთვე პოლონეთის, უნგრეთის, ავსტრიის გათავისუფლებისთვის, ბერლინის აღებისთვის ბრძოლებში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გივი ოდიშარიამ ავსტრიაში, ფინსტერელის კლინიკაში დაიწყო მუშაობა, ამ კლინიკაში 1947 წლამდე იმუშავა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავდნენ, მაგრამ ეს თანამდებობა ქირურგიულ საქმიანობას გამორიცხავდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო აქტიური ქირურგიის გარეშე ცხოვრება, ამიტომ წინადადებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ რუსთავში გაანაწილეს. მეტალურგიულ ქალაქთან ერთად შენდებოდა მისი სამედიცინო სამსახურიც. მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა ჯერ ქალაქის მთავარი პოლიკლინიკა, მერე კი ქალაქის პირველი საავადმყოფო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთავში მედიცინა გივი ოდიშარიამ დაიწყო. მალევე, 1948-1949 წლებში, მან ჩაატარა კუჭის პირველი წარმატებული რეზექციები. იმხანად ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო. 1951-დან 1985 წლამდე 20 000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა. აპენდიქსის რეზექციის ორლიგატურული მეთოდი გივი ოდიშარიამ დანერგა, ეს მეთოდი ძველზე გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური იყო (შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ლაპაროსკოპიული ოპერაციები სწორედ ამ მეთოდის სარკისებრი ანარეკლია). ამ მეთოდით ატარებდა ოპერაციებს გივი ოდიშარია 50-60-იან წლებში. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისაც რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. გ. ოდიშარიას ხსოვნის საპატივსაცემოდ ქ. თუსთავის ერთერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. წყარო: დიდი ექიმი, ნოვატორი, კოლეგა : ინტერვიუ / ირაკლი ფერაძე // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი .-თბილისი, 2017. N 8 (147).- გვ. 64-66 (aversi.ge) Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |