შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა ტურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა (თურქეთში) და უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების მართვის სამაგისტრო პროგრამა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულებით. 2006 წლიდან მუშაობდა უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრში (ECMI), საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში (Crisis Group), სამხრეთ კავკასიის ამერიკულ კვლევით ინსტიტუტში (ARISC); სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2008 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროექტებში. სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.184 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |