შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ფონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. თავდაპირველად სოფლის ექიმად მუშაშობდა, მერე კი რაიონულ საავადმყოფოში. 1971 წელს მურმან ფონიამ რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "აბდომინალური ვაგოტომიის გავლენა კუჭზე, საყლაპავზე, ფილტვებსა და სხვა ორგანოებზე". მურმან ფონიას ნაშრომებმა, კონფერენციებსა და კონგრესებზე მისმა გამოსვლებმა ყურადღება მოსკოვშიც მიიპყრო. ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნევროპათოლოგს ბურდენკოს ინსტიტუტში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან მოღვაწეობა ზუგდიდში გააგრძელა. 1977 წელს მურმან ფონია ზუგდიდის ახალგახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ დაინიშნა და აქვე დარჩა 2003 წლის ბოლომდე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: მურმან ფონია პაციენტების მეგობარი და იმედი / ხიტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2017.- N 7 (146).- გვ. 66-67 (aversi.ge); მურმან ფონია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 16 იანვარი. - N12 (4741). - გვ.10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |