The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინადორა თურქია-ხოშტარია

მინადორა თურქია-ხოშტარია
ოფიციალური სახელი:მინადორა თურქია
სხვა სახელი:მინადორა ხოშტარია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1924  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დულაბის მართლმადიდებლური რუსული სასაფლაო, თეირანი (ირანი)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე - მინადორა ეგნატეს ასული თურქია, ფოთში სამსახურის დროს გაიცნო. მან ღირსეული მეგობრობა გაუწია აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში. მინადორა დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ქალიშვილი იყო. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთთანაც. აკაკის მეუღლე და ერთგული მეგობარი, ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ. მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავზე აგებული სამლოცველო და აკლდამა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი თამარი. 

წყარო: იალქანი : საყმაწვილო ჟურნალი / აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო. თბილისი, 2021. N 1. გვ. 8-11. დიდი ქართველი, რომელსაც შთამომავლების გარდა არავინ იხსენებდა / გიორგი ლობჟანიძე.


გააზიარე: