The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ლაბაძე

ოთარ ლაბაძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 2022  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტრული სისტემების კიბერნეტიკა" 1971 წელს; 1974-1978 წლებში სწავლობდა მოსკოვის მეტალურგიული მანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის დაუსწრებელ განყოფილებაზე; 1982 წელს კიევის ავტომატიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1971-1977 წლებში მუშაობდა რუსთავის სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვის" წარმოების პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების განყოფილებაში ჯერ ინჟინრის, ხოლო შემდეგ - უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე, ხოლო 1977 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე (უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი), ასევე პირველადი გარდამქმნელების დამუშავების ლაბორატორიის გამგედ, 2006 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილებას; იყო ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი და შრომათა კრებულის რედკოლეგიის წევრი; 2009 წელს საკონკურსო წესით არჩეულ იქნა და 2009-2012 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონიკისა და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებს შეადგენდა: ავტომატიკა, ტელემექანიკა, პირველადი გარდამქმნელების და გარდამსახების დამუშავება და აგება, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია, ადაპტური და მოთვალთვალე მართვის სისტემები. ავტორია 160-მდე სამეცნიერო შრომის, მიღებული აქვს 75 პატენტი გამოგონებაზე, მონაწილეობდა არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში - კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 3 სახელძღვანელო. 1984-1990 წლებში იყო მიწვეული პროფესორი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე; 2004-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტში, ხოლო 2013-2015 წლებში ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურაში კითხულობდა საგნებს: "მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი" და "გადაწყვეტილებათა მიღების მოდელები", ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტო ნაშრომების მომზადებას; 2009-2015 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავდა სასწავლო თეორიული კურსები: "სიგნალების თეორია", "წრფივი სისტემები" და "ელექტრული წრედები", აგრეთვე "ელექტრონიკის საფუძვლების" პრაქტიკული კურსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცული იქნა ინსტიტუტის თანამშრომელთა საკანდიდატო დისერტაციები. გამომგონებლობისათვის და მრეწველობაში გამოგონების დანერგვისათვის დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნით -"1978 წლის სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული", მედლით - "სსრკ 1981 წლის გამომგონებელი", 1984 წელს გაიმარჯვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების გაერთიანებული საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო ტექნიკურ გამოგონებაზე. მის მიერ დამუშავებული გარდამქმნელების მაკეტები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოფენაზე, მათ შორის 2014 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენაზე "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში", აგრეთვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენაზე და დიდუბეში - ექსპოჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამართულ გამოფენაზე, რაც აღინიშნა სიგელით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

სადოქტორი დისერტაციის თემა - "მექანიკური პარამეტრების ახალი უკონტაქტო ელექტრომაგნიტური პირველადი გარდამქმნელების აგების პრინციპები", დაიცვა 2003 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-2022)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: