შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ცაძიკიძე![]()
ბიოგრაფია1962 წელს სწავლობდა მოსკოვის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, 1965 წელს კარლო ცაძიკიძე ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ალტაის მხარეში, ტოპჩინის რაიონში დანიშნეს ქირურგიული განყოფილების გამგედ, 1967 წელს კი ახმეტის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა. კარლო ცაძიკიძემ ახმეტის საავადმყოფოში ოცი წელი იმუშავა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თუშეთის აღორძინებაშიც. მადლიერმა თუშებმა ის თუშეთის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს. 1987 წლის ივლისში თავისი ნებით გაემგზავრა ომალოში და სათავეში ჩაუდგა ხალხის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. მისი ინიციატივით გაიხსნა თუშეთის საუბნო საავადმყოფო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში. წყარო: ექიმი ცისა და მიწის გასაყარზე / თამარ არქანია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2017.- N 3 (142).- გვ.70-71 (aversi.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |