Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე დადეშქელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი. დაამთავრა მაზერის რვაწლიანი სკოლა 1951 წელს, ყაბარდო-ბალყარეთის მთამსვლელ ინსტრუქტორთა საკავშირო სკოლა. 1955 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, დაიწყო ინტენსიური ვარჯიში მთამსვლელობაში და შეასრულა მეორე თანრიგი. 1960 წელს სწავლა განაგრძო ყაბარდო-ბალყარეთის მთამსვლელ ინსტრუქტორთა საკავშირო სკოლაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა მთამსვლელთა ბანაკ "ელბურუსში", "ბაქსანში", "ნაკრაში". 1963 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა სტავროპოლში. მას დაპყრობილი აქვს 80-ზე მეტი მწვერვალი. აქტიურად მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში. შესრულებული აქვს სამთო-სათხილამურო სპორტში პირველი თანრიგი, ცხრამეტჯერ წარმატებით მონაწილეობდა ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვაში, რისთვისაც იგი დაჯილდოვებულია ქების სიგლებითა და მედლებით. მინიჭებული აქვს ალპინიზმის ინსტრუქტორის და სპორტის ოსტატობის წოდებები. რამდენიმე წელი მუშაობდა ტურისტული ბაზა "ნაკრას" დირექტორად. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.172 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |