The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ვიბლიანი

დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1934  (90 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ეკონომისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში არაერთ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა და ყველგან დადებითი შედეგი აჩვენა, იყო მრავალგზის შეჯიბრებების და სპარტაკიადების ჩემპიონი და პრიზიორი, როგორც პერსპექტიული სპორტსმენი სამუშაოდ დატოვეს ფიზკულტურის ინსტიტუტში. ამ პერიოდში მუშაობის პარალელურად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საზკვებაში, რესტორან "ჩარგალის" დირექტორად, შემდეგ იგი გადაიყვანეს ვერის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც წესიერმა მუშაკმა და იგი გადაიყვანეს ქ. თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებრივი კვების ტრესტის მმართველად და რესტორან "ქალაქურის" დირექტორად. ბოლოს კი - ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.173

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველს სპორტის ოსტატი

გააზიარე: