Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზვიადაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა. სწავლობდა ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიის, ისრაელის და ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით. 2016 წელს ალიტუსის სამეცნიერო სასწავლებელში მუშაობდა სადოქტორო პროგრამებზე. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმსხვილეს კომპანიებში; 2016-2017წწ. იყო სს საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს მიმართულების მრჩეველი. 2017 წელს დაინიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ. ფლობს ბიზნესორგანიზაციებს ექვს ქვეყანაში. დაცული აქვს პატენტი მობილურ მოწყობილობებში ქართული ენის შექმნისთვის ჯავა ტექნოლოგიაზე. TS ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.281
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |