The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე მოსულიშვილი

Other name:ბანი  (Pseudonym)
პავლე მოს - შვილი  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:1948
Category:Playwright, Writer

Biography

პავლე მოსულიშვილი 1920-1930 წლებში პარიზში ხელმძღვანელობდა ქართველ მომღერალთა გუნდს. იგი არის ავტორი სტამბოლში გამოცემული ერთადერთი ქართული დრამატურგიული ჟანრის ნაწარმოებისა. ემიგრაციაში წასვლამდე, 1898-1899 წლებში ყოველდღიურ გაზეთ "ცნობის ფურცელში" სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს, წერილებსა და კორესპონდენციებს სხვადასხვა საკითხებზე: "სააღდგომო კვერცხი", "ველურების ცეკვა", "თევზი - სანთელი", "პატაგონელთა შესაზარი ჩვეულება", "კაცის ჭამიაობა აფრიკაში", "ქალაქი მარსელი", "კავკავი : თავხედური მკვლელობა ავაზაკებისაგან", "ქართული წირვა-ლოცვა", "საუკეთესო ღვინო", "ქ. კავკავი : თავ-გასული ქურდობა", "კავკავი : ქართული ეკლესიის კურთხევა", "ქ. კავკავი : ქართველთა ეკლესია", "იტალიის ემიგრანტები", "კავკავი : ქართული საქველმოქმედო წარმოდგენა", "ჟურნალ-გაზეთების განათლებრივი მნიშვნელობა", "უძველესი გამოცემანი ჩინეთში", "სინათლე", "ცხოველების დღეგრძელობა", "ლიმონი და ფორთოხალი", "თხების გულისხმიერება", "ადამიანის დღეგრძელობა" "კავკავი. ქართული წირვა წმ. ნინოობას", "ქონდრის კაცები მდინარე კონგოზე" და სხვ. 1938 წელს 15 წელი შეუსრულდა ემიგრაციაში მოღვაწე ლოტბარის და დრამატურგის პავლე მოსულიშვილის ქართველ მომღერალთა გუნდს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ემიგრანტული ჟურნალის, "სამშობლოს" რედაქციამ თხოვნით მიმართა იმხანად მედიცინის სფეროში მომუშავე, მაგრამ, იმავდროულად, ქართული მუსიკალური კულტურის ზედმიწევნით მცოდნე ელა (ელენე) წერეთელს. მას დაევალა მიმოხილვითი ხასიათის წერილის მომზადება. აღნიშნული ჟურნალის 1939 წლის იანვრის ნომერში (N 27) გამოქვეყნდა სტატია "ქართული სიმღერა საფრანგეთში". ლოტბარი. 

წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.142 (dspace.nplg.gov.ge); armuri

Bibliography

  • "შენ ხარ მზე" : ოთხმოქმედებიანი ფანტასტიური ეტიუდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებიდან : დაწერილია ლტოლვილობის დროს ქ. კონსტანტინეპოლში 1922 (Author). - კონსტანტინეპოლი, ქართველ კათოლიკეთა სავანეს საბეჭდავი, 1922. - 111გვ.

Share: