The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ვიბლიანი

ლეილა ვიბლიანი
დაბადების თარიღი:1944  (81 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თარვალი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტი 1974 წელს.

1962 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის აბრეშუმ საქსოვ ფაბრიკაში მქსოველად. ფაბრიკაში მუშაობის პერიოდში, როგორც მოწინავე მქსოველი, აირჩიეს კომკავშირის და პროფკავშირის კომიტეტის წევრად. 1967 წელს მონაწილეობდა სსრ კავშირის მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ყრილობაზე, სადაც იგი აირჩიეს ცენტრალურ ორგანოში და სსრ კავშირის პროფკავშირის XIV ყრილობის დელეგტად. 1971 წელს მონაწილლეობდა საქართველოს კომპარტიის XXIV ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად. იყო XXV ყრილობის დელეგატიც. 1973 წელს დანიშნეს ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილებაში ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს თავისი მშობლიური ფაბრიკის პარტიული კომიტეტის მდივნად და შეიყვანეს კალინინის რაიკომის ბიუროს შემადგენლობაში. 1975 წელს აირჩიეს ქ. თბილისის კალინინის რაიკომის მდივნად, სადაც წარმატებით უხელმძღვანელა სამშენებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ძირითადად თბილისის რაიონებში ეწეოდნენ მშენებლობებს. მისი ღვაწლი და დამსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირს და 1973 წელს თავის რაიონსა და სოფელში მასზე გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი - "ლეილა ვიბლიანი". მიღებული აქვს სსრ კავშირის მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს "ფრიადოსნის" სამკერდე ნიშანი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.174

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    სახალხო მეურნეობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის

გააზიარე: