The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ჩიჩუა

დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1951  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას (პარტიული ფსევდონიმი "მეხაშე"), შემდეგ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. პეტერბურგში დაამთავრა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული კურსები. მუშაობდა ბათუმში, სადაც დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ხელმძღვანელობდა სააფთიაქო მარაგებს (იმ დროს საქართველოში მედიკამენტების შემოტანა შეზღუდული იყო და მარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, ლევილში (პარიზის ახლოს), სადაც შეუდგა ქართული ემიგრანტული არქივების და სოციალ-დემოკრატების პარტიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას და სისტემატიზებას. ფარმაცევტი.

წყარო: ზაქარია ჩიჩუა : საფრანგეთში სოფელ ლევილში მცხოვრები ქართველი, სოციალ-დემოკრატი - მოღვაწეობა სამშობლოსა და ემიგრაციაში // მებრძოლი საქართველო = La Georgie Combattante. - პარიზი, 1952. - N1. - გვ.28-29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1918-)

გააზიარე: