The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო კვაჭანტირაძე

სერგო კვაჭანტირაძე
Other name:კვაჭი კვაჭანტირაძე
Date of birth:30 December, 1939
Date of death:22 April, 2018  (at 78 years)
Burial location:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის ტექნიკოს-გემთწამყვანის სპეციალობით 1961 წელს;

სასწავლებლის დამთავრების შემდგომ განაწილებით ზღვაში შრომითი საქმიანობა სსრკ მურმანსკის «ტრალფლოტ»-ის თევზსაჭერი გემების რიგით მატროსად დაიწყო; 1962 წელს იგი სამშობლოში  დაბრუნდა და  ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის პორტფლოტის ბუქსირებზე - «ФРЕЗЕРОВЩИК»-სა და «ХРАБРЫЙ»-ზე გააგრძელა მატროსად საქმიანობა; 1963-1967 წლებში იყო სამაშველო ბოტის შკიპერის თანაშემწე, შკიპერი, კაპიტნის თანაშემწე, კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1968 წელს ჯერ ბათუმის ნავსადგურის მცირე ფლოტილიის გემების კაპიტანი, 1969 წელს კი პორტის ზედამხედველობის სამსახურის მორიგე ლოცმანი გახდა; 1970 წლიდან ნავსადგურის უფროსი ლოცმანის საპასუხისმგებლო მოვალეობა დაეკისრა, რომელსაც იგი 1982 წლამდე ასრულებდა; 1982-1983 წლებში იყო ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის მოადგილე; 1983 -1986 წლებში სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს მიერ მივლინებული იქნა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკაში, პორტ მაპუტუში ლოცმან-კონსულტანტის თანამდებობაზე; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1986-2018 წლებში სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა მშობლიური ქალაქის ნავსადგურში: იყო პორტის კაპიტნის მოვალეობის შემსრულებელი (1986), ნავსადგურის უფროსი ლოცმანი, პორტის კაპიტნის მოადგილე (1987-1990), ნავსადგურის უფროსის მოადგილე, პორტის კაპიტანი (1990-1997), საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის  ბათუმის პორტის კაპიტნის სამსახურის ლოცმანი (1998-2008), ნავსადგურის უფროსი ლოცმანი (2008-2010); 2008 წელს პარტნიორებთან ერთად მან  სალოცმანო საქმიანობის (სერვისების) მიმწოდებელი კომპანია «BLACK SEA PILOT»-ი დააფუძნა, სადაც გარდაცვალებამდე იკავებდა უფროსი ლოცმანისა და უსაფრთხოების მრჩეველის პოზიციებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ლოცმანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: