შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ზალოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა რუსთავის კულტურის განყოფილებაში სამხატვრო ხელმძღვანელად; საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფის მსახიობად; პარალელურად, რუსთავის საექსკურსიო ბიუროს ხელმძღვანელად; 2001 წლიდან ცხოვრობს ემიგრაციაში საბერძნეთში; 2004 წლიდან თანამშრომლობს საბერძნეთში ქართულ ემიგრანტულ გაზეთთან - "ელადა": ჟურნალისტად, შემდგომ რედაქტორის მოადგილედ, 2014 წლიდან რედაქტორად; ასევე მუშაობს გაზეთის ლიტერატურულ დამატებაში; ეწევა სამწერლო მოღვაწეობასაც: 2006 წელს პირველი წიგნი - "გამარჯობა, ელადა" (ნოველები, პუბლიცისტური წერილები) გამოსცა, 2008-ში - "ემიგრანტის თეატრი" (მოგონებები, ნოველები), რომელიც დედის, ეკატერინე ზალოშვილის 80 წლის იუბილეს მიუძღვნა; მესამე წიგნი - "შორია საქართველომდე" 2010 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ნოველები, მოთხრობები, ლექსებია შესული; მეოთხე წიგნი - "ერთი სიცოცხლე რომ მქონდეს კიდევ", გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა; მეხუთე წიგნში - "ღვთის ბოძებული საჩუქარი" ერთი რომანი, ნოველები, მოთხრობები და ლექსებია შესული. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.145; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |