Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხინველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი მექანიკოს - უნივერსალის სპეციალობით 1972 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი გემთინჟინრის სპეციალობით 1988 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Пятидесятилетие Советской Грузии»-ს რიგით მოტორისტად დაიწყო; მომდევნო წლებში სანაოსნოს სხვადასხვა გემზე ასრულებდა მეოთხე, მესამე და მეორე მექანიკოსის მოვალეობებს; ცურავდა ტანკერებზე: «Кутаиси», «Александр Цулукидзе» და «Тбилиси», ბალკერებზე: «Художник Габашвили», «Генерал Леселидзе», «Нико Николадзе» და «Художник А. Герасимов»-ზე, 1988 წელს კი ამ უკანასკნელ გემზე იგი შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად დაამტკიცეს; 2000 წლდან შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე მყოფი ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე; ამჟამად კომპანია «GOLDENPORT SHIPMANAGEMENT LTD»-ის გემების უფროსი მექანიკოსი. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |