შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გორგილაძე მიხეილ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენა - ლიტერატურის ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აჭარაში"; წლების განმავლობაში იყო გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი; 1942 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა; 1956 წელს მისი პირველი წიგნი "გული ხმა"; გამოსცა წიგნები: "ჭადრების საიდუმლო" (რომანი, 1957), "პირველი სიყვარული" (მოთხრობების კრებული, 1959), "სოფლის აღმართი", "განაჩენი" (მოთხრობები, 1969), "გულნარა" (მოთხრობა, 1972), "განაჩენი" (მოთხრობა, 1977), "ჭიდილი მთაში" (მოთხრობა, 1983), "დაუნდობელი წუთისოფელი" (რომანი, 1999), "მამულის სევდა" (რომანი, 2003) და სხვა. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.151 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |