შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კასრაძე![]()
ბიოგრაფიათბილისის სასულიერო სემინარიის დასრულებისთანავე სოფელ ნიქოზში გამწესდა მღვდლად (მამის ადგილზე), სადაც მისი ერთ-ერთი ძმა აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწოდა. ძმის გავლენით ალექსანდრე კასრაძემ ანაფორა გაიხადა, მღვდლობაზე უარი თქვა და ათეისტი გახდა. ყოველი წირვის შემდეგ რევოლუციის სასარგებლოდ ქადაგებდა; რევოლუციონერებისათვის საკურთხევლის გვერდით, სამალავში ტყვიის ჩამოსასხმელი ჰქონდა მოწყობილი. როცა მისმა ძმამ კორნელი კასრაძემ წითელი რაზმი დაშალა, 1905 წელს ალექსანდრე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა; თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს და გადაასახლეს არხანგელსკში. მღვდელ პეტროვის ხელით ალექსანდრე კასრაძემ სინოდს თავისი ანაფორა და მოპარსული წვერი გაუგზავნა წარწერით: "Твоя от твоих тебе приносяще". ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში მიმავალი, ცხინვალის გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე კასრაძე მოკლეს 1918 წლის 4 ოქტომბერს. კორნელი და დავით კასრაძეების ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.579 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |