The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თომა კევლიშვილი

Other name:განწირული  (Pseudonym)
Date of birth:1860
Date of death:1927  (at 67 years)
Burial location:ქ. წნორის სკოლის ეზო "ნინეანთ ბაღი", სიღნაღის რაიონი
Category:Educator, Publicist

Biography

დაამთავრა სიღნაღის ოთხკლასიანი საქალაქო სკოლა და თბილისის რეალური სასწავლებელი.

შვილად აიყვანა და გაზარდა სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოს მცხოვრებმა მიხეილ კევლიშვილმა. 1896 წელს სოფელ ჯუგაანში ჩასახლებული "დუხობორების" გავლენით მიემხრო ანარქისტ-კომუნისტებს. მასწავლებლობდა ქუთაისში, სადაც თვითმპყრობლობის წინააღმდეგ პოლიტიკური მუშაობისათვის იდევნებოდა პოლიციის მიერ, 1904 წელს იმალებოდა სოფელ ჯუგაანში, შემდეგ გაიქცა ბაქოში. აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის აღმოსავლეთ კახეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორც რევოლუციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. თომა კევლიშვილი ცნობილი თავისი ორგანიზატორული და ორატორული უნარებით. იგი "განწირულის" ფსევდონიმით ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სხვადასხვა შინაარსის კორესპონდენციებსა და პუბლიცისტურ წერილებს. 1922 წლიდან მუშაობდა წნორში "გლეხკომის" თავმჯდომარედ. გარდაიცვალა 1927 წელს, დაიკრძალა იქვე, სახელმწიფო ხარჯით სკოლის ეზოში-ნინეანთ ბაღში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.605


Share: