The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ ვიბლიანი

ბესარიონ ვიბლიანი
Date of birth:5 August, 1912  (112 years)
Date of death:19??
Category:Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი. 

მუშაობდა სოფელ ფარის 8 წლიან სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1944 წელს ვიბლიანების ოჯახი ჩასახლდა სტავროპოლის მხარის ქლუხორის რაიონში, სადაც განაგრძო აქტიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი და კოლმეურნეობის თავმჯდომარე. დაჯილდოებული იყო მედიატორული ნიჭით, რაც მამისგან მოსდევდა და შედეგად მან შეარიგა ძნელად შესარიგებელი ოჯახები და გვარები. განსაკუთრებულია მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის, კერძოდ სვანური სიმღერების პროპაგანდის საქმეში. ჩამოაყალიბა ანსამბლი, რომელშიც თვითონ იყო უბადლო შემსრულებელი, არა ერთჯერ მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში. ამ ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები შესულია ქართული სიმღერების ოქროს ფონდში. 1957 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ მესტიის რაიონში და გააგრძელა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობა. სვანური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და პროპაგანდისტი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.178


Share: