The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კაჩაური

Date of birth:26 April, 1876  (149 years)
Date of death:19??
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის პირველ საქალაქო სკოლაში სასულიერო და სახელოსნო სასწავლებლებში.

მუშაობდა თბილისის სარკინიგზო სახელოსნოში ზეინკლად. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო 1897 წლიდან, როგორც სოციალ-დემოკრატი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვებში, საპირველმაისო გამოსვლებში და პოლიტიკური მიზნით მოწყობილ ტერორისტულ აქტებში. 1902 წელს მუშათა მოძრაობაში მონაწილეობის გამო, ადმინისტრაციული წესით გასახლებულ იქნა მთის სოფელში, სადაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და ახალგორის ორგანიზაციას დაუკავშირა. მონაწილეობდა სხვადასხვა რევოლუციურ და პოლიტიკურ ღონისძიებაში, საქართველოს ქალაქებში მოწყობილ ტერორისტულ აქტებში. 1905 წლის 13 აგვისტოს მოაწყო თავდასხმა კავკასიის პოლიციის უფროსზე, დავით კაჩაური შეიპყრეს და გაასამართლეს, 1906 წელს მოახერხა ციხიდან გაქცევა. პეტერბურგის რევოლუციური ორგანიზაციის დავალებით ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის რაზმს, ამ რაზმმა მოაწყო რამდენიმე ტერორისტული აქტი და ერთი ექსპროპრიაცია. ამ ფაქტის გამო დაიჭირეს და თბილისში გადმოიყვანეს, სადაც 5 წლით კატორღა მიუსაჯეს და ალექსანდროვსკის ციხეში ჩასვეს. საქართველოში დაბრუნდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. რევოლუციონერ-ტერორისტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.592


Share: