The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ თოფურიძე

თენგიზ თოფურიძე
დაბადების თარიღი:1970  (55 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი.

მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ სახელისუფლებო სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე. პირველი ლექსები ადრეულ ბავშვობაში გამოაქვეყნა. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურულ გაზეთ "ცაის" რედაქტორი, გაზეთ "სპორტული ქუთაისის" რედაქტორის მოადგილე, საბავშვო ლექსების კრებულ "ლილე"-ს თანაავტორი. მისი ლექსები, ნოველები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი პოეზიისა და თარგმანების კრებული 2007 წელს გამოიცა. ლექსები შესულია ანთოლოგიაში "1980-1990-იანი წლების ქართველი პოეტები" (2010). გამოცემული აქვს თარგმანები: ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია - "ჩინური პეიზაჟური ლირიკა" (1998), ლუ სინის რჩეული თხზულებების კრებული "მოწოდება" (2001).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.158-159

ბიბლიოგრაფია

  • ლილე : საბავშვო ლექსები (თანაავტორი). - ქუთაისი, ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", 2009. - 56გვ.
  • ლექსები, თარგმანები (ავტორი). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2006. - 76გვ.

გააზიარე: