The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იბრაიმ გორაძე

იბრაიმ გორაძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1996  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჩხუტუნეთის სასაფლაო, ხელვაჩაურის რაიონის
კატეგორია:მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორაძეები, ხელვაჩაურის რაიონი.

1937 წლის რეპრესიებს მისმა ოჯახმა თურქეთს შეაფარა თავი, სადაც დაუახლოვდა ქართველ პატრიოტებს. იქ წერდა და თარგმნიდა; 1976 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა თურქულ ენაზე გამოსცა სიმონ ქვარიანის "გიორგი სააკაძე", უიარაღოს - "მამლუქი", აკაკი წერეთლის - "ბაში-აჩუკი", იუსუფ ფაღავას - "ჩაუმქრალი კერა" (დასტამბა სტამბულძში მგზნებარე მამულიშვილმა ახმედ მელაშვილმა). თურქულიდან ქართულად თარგმნა ორჰან ქემალის "ქალბატონი მამული", "მემედი - ჩემი შევარდენი", "ფაკირ ბაიქურთის "ჭორფლიანი ქალი" და "გველების შურისძიება". მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.153

ბიბლიოგრაფია

  • უცხო ქალი : რომანი / ორჰან ქემალი (მთარგმნელი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1990. - 399გვ.
  • ჭორფლიანი ქალი : მოთხრობები / ბაიქურთი, ფაქირ (მთარგმნელი). - ბათუმი , საბჭ. აჭარა, 1980. - 159გვ.

გააზიარე: