შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იბრაიმ გორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორაძეები, ხელვაჩაურის რაიონი. 1937 წლის რეპრესიებს მისმა ოჯახმა თურქეთს შეაფარა თავი, სადაც დაუახლოვდა ქართველ პატრიოტებს. იქ წერდა და თარგმნიდა; 1976 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა თურქულ ენაზე გამოსცა სიმონ ქვარიანის "გიორგი სააკაძე", უიარაღოს - "მამლუქი", აკაკი წერეთლის - "ბაში-აჩუკი", იუსუფ ფაღავას - "ჩაუმქრალი კერა" (დასტამბა სტამბულძში მგზნებარე მამულიშვილმა ახმედ მელაშვილმა). თურქულიდან ქართულად თარგმნა ორჰან ქემალის "ქალბატონი მამული", "მემედი - ჩემი შევარდენი", "ფაკირ ბაიქურთის "ჭორფლიანი ქალი" და "გველების შურისძიება". მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.153 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |