Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენა - ლიტერატურის სპეციალობით 1938 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარისწყლის სკოლაში მასწავლებლად; მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის კაბინეტის გამგედ, აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, მეცნიერ - თანამშრომლად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მეცნიერ - თანამშრომლად. აქ განვლო გზა მასწავლებლობიდან პროფესორობამდე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1974 წელს - სადოქტორო დისრტაცია. სამეცნიერო კვლევის საგნად აირჩია მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა. გამოცემული აქვს ნამუშევრები: "დავით კლდიაშვილი", "მონოგრაფია", "რაჟდენ გვეტაძე" (შემოქმედება), "ლიტერატურული წერილები", "ქართული სიმბოლიზმი", "კრიტიკული ეტიუდები"(1), "კრიტიკული ეტიუდები" (2) და სხვა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მომავალ ფილოლოგებს უკითხავდა "უახლოესი ქართული ლიტერატურის ისტორიას" და "ქართული ზეპირსიტყვიერების" კურსს. პროფესორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.154 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |