Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ინჯია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ "გამარჯვების" განყოფილების გამგედ, შიდა ქართლში საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების "ქართლისა" და "ლიტერატურული გორის", ჟურნალ "ქართლის" მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ "ლიახვში". გამოცემული აქვს კრებულები: "ლიახვმა თქვა", "კალენდარი", "ლირიკული დღიური", "სილუეტი", "ლირიკა", "თავთავები", "ნამუსის ქუდი", "ასი ლექსი სიყვარულზე", "დავიწყებული ვალსები", "სონეტების გვირგვინი", "ასი ლექსი", "რჩეული". ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 167-168 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |