The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ინჯია

ჯემალ ინჯია
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ "გამარჯვების" განყოფილების გამგედ, შიდა ქართლში საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების "ქართლისა" და "ლიტერატურული გორის", ჟურნალ "ქართლის" მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ "ლიახვში". გამოცემული აქვს კრებულები: "ლიახვმა თქვა", "კალენდარი", "ლირიკული დღიური", "სილუეტი", "ლირიკა", "თავთავები", "ნამუსის ქუდი", "ასი ლექსი სიყვარულზე", "დავიწყებული ვალსები", "სონეტების გვირგვინი", "ასი ლექსი", "რჩეული". ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 167-168

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: