The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბარნაბიშვილი

ნინო ბარნაბიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1981  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, რომელსაც შიო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა; ნინო ბარნაბიშვილმა თავისი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ძველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ("მიხეილის საავადმყოფო") გაატარა, იგი როგორც ექიმი და პედაგოგი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სტუდენტებსა და კოლეგებს შორის, ჰუმანური და იმავდროულად საოცრად პრინციპული, ადვილად უმეგობრდებოდა სხვადასხვა თაობის, ეროვნებისა და სპეციალობის ადამიანებს.

წყარო: ნინო ბარნაბიშვილი – სახელოვანი ოჯახის ღირსეული შთამომავალი / მარი მარღანია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2022.- №5 (199) (aversi.ge)


გააზიარე: