| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შარლოტა კვანტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგიგიური ინსტიტუტი 1975 წელს. 1997-2022წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1994-2006წწ. კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიტერატურული დაოსტატების" ფაკულტეტის ლექტორი; 1994-2006წწ. ფოლკლორის კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის მკვლევარი. ის იკვლევდა ქართულ ფოლკლორს, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის", ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს. მისი მთავარი სამეცნიერო ნაშრომია "ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში" (1994). მისი სამეცნიერო სტატიები ასევე ეხება "ვეფხისტყაოსნის" ფოლკლორულ პასაჟებსა და პოემის პერსონაჟთა პრობლემატიკას, თანამედროვე ქართველ პოეტთა (ს. ჩიქოვანი, ა. კალანდაძე, ლ. ასათიანი და სხვ.) შემოქმედების მთავარ მოტივებს. იგი იყო ერთ-ერთი შემდგენელი ქართველ მწერალთა – ს.-ს. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას – ანოტირებული ბიბლიოგრაფიებისა, თანაავტორი კრებულისა "ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის" (2016). არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,"ალგეთის" მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა "ვეფხისტყაოსანი"; 1997-2010წწ. სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთ "კალმასობის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი "ლიტერატურული ქრონომეტრი" (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა. ფილოლოგიის დოქტორი (2007). დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში" 1994 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 186; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

