Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კირა კვეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. აქტიურად მოღვაწეობდა პრესაში, აქვეყნებდა ლექსებსაც. სიცოცხლეში დაბეჭდა რამდენიმე მონოგრაფია კულტურის მოღვაწეებზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, უმცროსმა დამ, მსახიობმა და მწერალმა ნესტან კვეიძემ, გამოსცა კირა კვეიძის ლექსების რამდენიმე კრებული: "იმედი" (1992), "ფრესკის კარედი" (1997), "მზის სიმღერა" (საბავშვო ლექსები, 1995), "ვარდის ფურცლები" (2001), "უბრალო კაცი ვარ" (პიერ ბერანჟეს ლექსების თარგმანი), "აბანთ-მეჯლისი" (2005) და სხვა. მისი პიესები იდგმებოდა ქუთაისის, რუსთავის, თბილისის თოჯინების თეატრებში. მის ლექსებზე შექმნილია კომპოზიტორების რუსუდან სებისკვერაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯუმბერ ჯანდიერის და სხვათა პოპულარული სიმღერები. გარდაიცვალა 9 აპრილის აქციაზე მოწამვლის შედეგად. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 188 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |