შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ კოზმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი. დაამთავრა თელავის გოგებაშვილის სახელობის ინსტიტუტი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ადრეულ ბავშვობაშივე იბეჭდებოდა მისი ლექსები იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. 2008 წელს მოულოდნელად აღმოაჩინა ქვა, როგორც ხელოვნების ნიმუში, დაიწყო მათი შეგროვება და სუვენირების დამზადება. ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა ქალაქ თელავში, ასევე, პოეზიის საღამოები – სამების ახალგაზრდულ ცენტრში და მწერალთა სახლში. არის ოთხი პოეტური კრებულის ავტორი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 192 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |